ბავშვებში "დელტა" ანუ ინდური შტამი და "ალფა" ანუ ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ამასთან, "დელტა" შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
"პროგნოზი ასეთია, რომ სადღაც აგვისტოს შუაში, აგვისტოს ბოლოსკენ დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში დღეს მოცირკულირე ბრიტანულ შტამს. ჩვენთან გასულ კვირაში 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52.
ბავშვებში, მოგეხსენებათ, ეს დელტაც და ალფაც, ანუ ბრიტანულიც უფრო ადვილად ვრცელდება. ერთადერთია, რომ დელტა შედარებით კლინიკურად უფრო მძიმედ მიდის. დიახ, ბავშვებში გადადების მთავრი წყარო არიან მშობლები, ამიტომაც, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ ჩვენს შვილებს ინფექცია არ მივუტანოთ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






