თბილისის მერიის მხარდაჭერით, საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება
საზოგადოება - 20:25, 09 Jul, 2021     1248

თბილისის მერიის, „საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა“ და „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ მხარდაჭერით, ასევე, ა(ა)იპ „ჩოგბურთის“ ორგანიზებით, 12-დან 18 ივლისის ჩათვლით, საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრი „საქართველოს თასი TEN-PRO Global Junior Tour“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია TEN-PRO Global Junior Tour-ის ეგიდით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 30–მდე ქვეყნის 300 ნორჩი ჩოგბურთელი მიიღებს. საქართველოს თასი ბიჭებსა და გოგონებს შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში ტარდება: U10, U11, U12, U13, U14, U15 და U16 (2005-დან 2013 წლამდე დაბადებულთა შორის).

სპორტსმენები ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ. ტურნირის განმავლობაში, თითოეულ მოთამაშეს შეუძლია, სულ მცირე ოთხ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. შეჯიბრს ათი დღის განმავლობაში, „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“ უმასპინძლებს.

საჩოგბურთო შეჯიბრში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, სერბეთი, ბელგია, ბელარუსია, ბრაზილია, ყაზახეთი, მალტა, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა.

ტურნირის გახსნის ღონისძიება მონაწილე ქვეყნების წარდგენით დაიწყება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საერთაშორისო და საჩოგბურთო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა ჩოგბურთელების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურნირის განვითარებაა.

თარიღი და დრო: 11 ივლისი, 18:00 საათი

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N29 გ

საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42