რაფაელა ცნობილი იტალიელი მსახიობი, ესტრადის მომღერალი, მოცეკვავე და ტელეწამყვანი იყო. ის 1943 წლის 18 ივნისს, ქალაქ ბოლონიაში დაიბადა.
1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის ჰოლივუდშიც. მას პოპულარულ მიუზიკლში "ჩაო, რუდი", მარჩელო მასტროიანთან ერთად თამაშის პატივიც ერგო. რაფაელა კარამ, ბევრი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშა.
1969-1970 წლებში, სატელევიზიო შოუში მონაწილეობამ, სადაც მოცეკვავისა და მომღერლის ამპლუაში წარსდგა, რაფაელას დაუჯერებელი წარმატება მოუტანა.
70-იან წლებში, რაფაელა, იტალიისა და ესაპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მომღერალი გახდა.ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერა A far l'amore comincia tu (სიყვარული შენით იწყება), საფრანგეთში წლის საუკეთესო სიმღერების სიაში შევიდა. რაფაელა კარა, დღემდე რჩება იტალიისა და ესპანეთის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ტელედივად. მომღერალმა 70-ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოუშვა.
მასალის გამოყენების პირობები






