სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ატაშე სოფლის მეურნეობის საკითხებში ხუან ეჩანოვე, ევროკავშირის დაფინასებითა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განხორციელებით მიმდინარე „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების“ პროექტის მრჩეველები მარკ ლე სელერი და გორან ჟივკოვი, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილნი, რომლებიც კოოპერაციის განვითარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
გიორგი მიშელაძემ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდჭერა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და არასამთავრობო სექტორი საინფორმაციო კამპანიის განხორციელების კუთხით აქტიურად ითანამშრომლებენ. ასევე შეთანხმდნენ, რომ ასეთი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






