მანქანის დაწვის გამო დაკავებული გორის საკრებულოს წევრი, კახა ბურჯანაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. კახა ბურჯანაძ მომხდარს პროვოკაციად აფასებს.
ბურჯანაძე პოლიციაში გუშინ თავად გამოცხადდა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ მისივე ავტომობილი დაწვა. ადვოკატის თქმით, ბურაჯანაძემ მანქანა იყიდა, მეგობარ ქალს გადასცა და ვეღარ იბრუნებდა.
"გუშინ შუადღის საათებში კახა ბურჯანაძემ დაწვა თავისი ავტომობილი, ამიტომ ჩვენ გამოვცხადდით აღიარებით სამმართველოში. მოხდა კახა ბურჯანაძის დაკავება, გამოძიება მის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ მუხლს, რადგან ავტომობილი ეკუთვნოდა კახა ბურჯანაძე, სამართავად ჰქონდა გადაცემული სხვა ქალბატონს, რომელიც უარს აცხადებდა მანქანის დაბრუნებაზე", - თქვა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები