“ვახოს ყველა ცოლთან კარგად ვარ” – მარიკა ბაკურაძეს ყოფილ მეუღლესთან, მის ცოლებთან და დედამთილთან პრობლემა არ აქვს
საზოგადოება - 23:47, 08 Jul, 2021     3654

„იმედის დღის“ წამყვან, მარიკა ბაკურაძეს 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ის 2 შვილის დედაა და მისი მეუღლე ყველასთვის ცნობილი ჟურნალისტი, ვახო სანია იყო.

ისინი წლების წინ გაშორდნენ. იყო ტკივილიც, იმედგაცრუებაც, ახლა კი ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებს და ყოფილი ცოლი აბსოლუტურად ეთანხმება ყოფილი ქმრის ნათქვამს, რომ მისი „მესამე ცოლი გადასარევადაა პირველთან“.

მათი ურთიერთობის შესახებ, ბაკურაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

მარიკა ბაკურაძე:

ვახომ თქვა, ჩემი პირველი და მესამე ცოლები გადასარევად არიან ერთმანეთთან-ო. მივწერე, დაამატე, რომ მეორესთანაც გადასარევად ვარ-მეთქი. ბევრი წელი გავიდა ჩვენი გაშორების შემდეგ, 8 თუ 9, აღარც მახსოვს ზუსტად და ახლა რა საწინააღმდეგო უნდა მქონდეს მისი ცხოვრების? არანაირი. მით უმეტეს, რომ დედამთილთან არის ჩვენი მთავარი შეკრების ადგილი და ბავშვების გამო, მუდმივად ვართ ყველა ერთმანეთთან კონტაქტში.

მე აგრესია არავის მიმართ მაქვს და ვახოს მეორე და მესამე ცოლებიც კარგ ურთიერთობაში არიან ჩემთან, მათთან ერთად ბავშვებიც.

მე და ვახო იმდენად ძველი მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჯერ ვიყავით ჯგუფელები, მერე – უახლოესი მეგობრები, მერე – შეყვარებულები, მერე – ცოლ-ქმარი და ახლა ვართ გაშორებული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ამხელა შვილები გვყავს.

– ყველაფერმა გადაიარა. გულისწყვეტა, განცდები, ემოციები მაშინ არის, როდესაც ახალი გაშორებული ხარ. წლები რომ გავიდა, მივხვდით, რომ სწორად მოვიქეცით, ასეთი ურთიერთობა რომ გავაგრძელეთ. კარგად წარიმართა ბავშვების აღზრდაც და ჩვენი ურთიერთობაც უფრო ჯანსაღია. ამდენი წლის შემდეგ კარგი თუ გაგვახსენდება ძველი დროიდან.

თავიდან, რა თქმა უნდა, იყო გულისწყვეტა და ორივე ვეგუებოდით ცალკ-ცალკე ცხოვრებას. ახლა კი ეს ჩემზე აღარ მოქმედებს. ორივემ ერთად, წყნარად მივიღეთ გაშორების გადაწყვეტილება. ბავშვები პატარები იყვნენ, ვკინკლაობდით, ყველაფერზე ნერვები გვეშლებოდა და მივხვდით, რომ ცალ-ცალკე უფრო მშვიდად ვიქნებოდით ყველა. ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, ყველგან კარგად არიან – ჩემთანაც, ვახოსთანაც და ჩემ დედამთილთანაც.

იხილეთ სრულად: ჟურნალი სარკე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42