გვანცა დარასელიამ საკუთარ გამომწერებს ხშირად მიმართავს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ამჯერად გვანცამ ვიდეოში ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა:
„ერთი რამე მინდა გთხოვოთ, როცა რაღაცას ნახავთ და მოგინდებათ, რომ კომენტარი დაწეროთ, დაფიქრდით, ის ადამიანი თქვენ წინ რომ იდგეს, პირადად ამ რაღაცას ეტყოდით? თუ იფიქრებთ, რომ ვერ ეტყოდით, მაშინ ბოლომდე მართალი ხარ
ხართ და ნუ დაუწერთ. მე ძალიან ბევრჯერ თითები მომქავებია, ამიკრეფია ტექსტი და წამიშლია. დავფიქრებულვარ, აი, ახლა რომ შემხვდეს ეს ადამიანი, იგივე რაღაცას ვეტყვი თუ ვერ ვეტყვი? დავფიქრებულვარ, რა შეიძლება იდგეს ამ ადამიანის მიღმა, მე ხომ არ ვიცი ყველაფერი, რასაც ის ადამიან განიცდის. თუ რაღაცაში დარწმუნებული ხართ, თქვენი აზრი უნდა გამოხატოთ, მაგრამ როცა ეს ადამიანი მოგიბრუნდებათ და გეტყვით, რატომ დამიწერე ასეთი კომენტარიო, არ უნდა შეგრცხვეთ“ – ამბობს გვანცა დარასელია.
მასალის გამოყენების პირობები