"ხორთუმა“,"ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი“, "ბოთე“ და სხვები - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავეს
კრიმინალი - 18:56, 08 Jul, 2021     3745

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით შსს-მ 25 პირი დააკავა, ოთხ პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა, იძებნება ორი პირი.


როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს.

„ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს. ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ვ. 1987 წელს დაბადებული ს.ტ. (მეტსახელად “ყასაბიჩი“),1988 წელს დაბადებული ბ.ხ. 1995 წელს დაბადებული ა.ა. 1989 წელს დაბადებული მ.ჭ. 1990 წელს დაბადებული თ.ტ. (მეტსახელად “ჩიჟიკა“), 1998 წელს დაბადებული ა.მ. (მეტსახელად „წიწაკა“) 1994 წელს ა.შ. 1999 წელს დაბადებული ა.შ. 1995 წელს დაბადებული მ.ფ. 1992 წელს დაბადებული ლ.ტ. 1993 წელს დაბადებული გ.ბ. 1993 წელს დაბადებული ს.მ. 1986 წელს დაბადებული ლ.ვ. 1985 წელს დაბადებული ზ.გ. 1967 წელს დაბადებული ლ.გ. 1984 წელს დაბადებული შ.ლ. 1988 წელს დაბადებული გ.ვ. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული ა.ა. (მეტსახელად „ბოთე“) 1999 წელს დაბადებული ნ.ი. 1992 წელს დაბადებული თ.ნ. 1971 წელს დაბადებული ბ.ა. 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. (მეტსახელად „ხორთუმა“), 1985 წელს დაბადებული გ.ჭ. (მეტსახელად „რიჟა“) 1991 წელს დაბადებული ა.ჯ. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი წარედგინათ: 1997 წელს დაბადებული გ.ხ.-ს (მეტსახელად „მაწაკი“) 1974 წელს დაბადებული ზ.კ.-ს 1994 წელს დაბადებული გ.რ.-ს და 1990 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი – 1992 წელს დაბადებულ თ.ჭ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.გ.-ს მიმართ გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.

წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ცხრა კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“. ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე ამოღებულია ძვირადღირებული ავტომობილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42