საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო დავა, რომელიც 2014 წელს ილიაუნის ლექტორის მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეს მოიცავდა.
მოსარჩელე პირი მოკლულის დედა თალიკო თელიძე იყო. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მოსარჩელე მხარის შვილი ოჯახში ძალადობისგან და საქმეზე ეფექტური გამოძიება ვერ აწარმოა, რის გამოც, პოლიციის უმოწმედობა, შესაძლოა, სისტემის მარცხად შეფასდეს:
"სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელეს შვილი საფრთხეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ გაეტარებინათ შესაბამისი დაცვის ზომები, მათ ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობის პრევენცია მოეხდინათ, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა შესაძლოა სისტემის მარცხად შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია", - ნათქვამიაგანცხადებაში.
შეგახსენებთ, მარიკა წიბვწივაძე ყოფილმა ქმარმა ილიაუნიში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ლექტორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, შემთხვევის შემდეგ მკვლელობაში დამნაშავე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევამდე მარიკა წივწივაძემ პოლიციას არა ერთხელ მიამრთა, რადგან ყოფილი ქმრისგან სისტემატიურად განიცდიდა ძალადობასა და მუქარას. მის სარჩელს სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები