მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ახალციხეში, კლინიკა "იმედიდან" რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგის დამხმარე, მედდა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა მედიკოსი გაათავისუფლეს.
უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ექიმების გაშვება მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას უკავშირდება:
"მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი გათავისუფლდა, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის კავშირში მეგის გარდაცვალებასთან. აქ ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ სამედიცინო პერსონალი არ არის კავშირში, მაშინ საეროდ რა არის. გამოდის, რომ ყველანაირად გამოირიცხა ის, რომ ან რაიმე გადაცდომით, ან უზუსტობით ან რაღაცით მივდივართ მეგის გარდაცვალებამდე. ჩვენ ვაყენებთ ამ პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამასობაში გაათავისუფლეს სამსახურიდან", - განაცხადა უფლბადამცველმა ვახტანგ ბარამაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები