"კაცებმა 16 წლის პირსინგიანი ბიჭი ჩაიყვანეს "სადგურის მოედანზე" და საქმეს ურჩევენ" - ფეისბუკმომხმარებელი ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობს
კრიმინალი - 18:49, 07 Jul, 2021     2000

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები განსხვავებული გარეგნობის თუ ჩაცმულობის ადამიანებზე ზეწოლას ახდენენ - ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი ნია ბეზარაშვილი წერს.

"იმ ხალხის გასაგონად ვინც კიდევ ამბობს, რომ ამ ქართველ პატრიოტთა აქცია რაღაცნაირად გასამართლებელია.

სამსახურიდან მოვდივარ ზუსტად 20 წუთის წინანდელი ამბავია.

მეტროში ვარ და მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამოდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე. ძალიან უხარიათ რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ.

ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე როგორც გავარკვიე იყო 16 წლის.

აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამოდენიმე პირსინგი წარბზე და ყურზე.

გავიდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ სადგურზე ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებულ ხელ გადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე.

არ ვიცი მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი.

დავინახე ეს ბიჭი როგორ მიყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი. ვითომ ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი. ერთ ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება ნუ დარდობ უნდა ველაპარაკოთ და საღამოთი დაგირეკავსო.

რას ნიშნავს ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო თან აშკარად არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მივედი მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარება-თქო და არ ვიცი როგორ მაგრამ გამოვგლიჯე. ეს კაცებიც წამოგვყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ სანამ მეტროში ჩავსხდებოდით, შემდეგ კი რომ დაინახეს რომ არ მივდიოდით წავიდნენ.

როცა ცალკე დარჩა ვკითხე რა გითხრეს თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მიყავდათ სალაპარაკოდ. ბიჭი იყო აკანკალებული," - წერს ფეისბუკმომხმარებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42