ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის პირდ გვერდზე თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებს ეხმაურება:
"მოკლედ, ვუყურებ შეძლებისდაგვარად ამ არასაბავშვო ბასტი-ბუბუს და ორდროშობანას და ვინმეს თავის გახეთქვის მერე დავლურის დავლას და ათას სისულელეს კიდევ, ხოდა კი, 30 წელი ერთმანეთისგან ვწმენდთ ქვეყანას და ვზივართ მერე წუმპეში და მოსახლეობისგან რიცხობრივადაც შემცირებულ და კიდევ უფრო დასევდიანებულ ქვეყანაში და ამაში გვეხმარებიან მთავრობები და ეკლესია, ქვეყნის შენება რომ არ იციან, მაგრამ ადამიანების ბრბოდ ქცევა და შემდეგ ბრბოს ენერგიის მართვა რომ დაისწავლეს თავისჭკუით, მანამ სანამ თავის მსუქან ღიპებსაც არ მოიყოლებენ ხოლმე ბრბოსთან თამაშში, ვერ ისვენებენ, მაგრამ სიცხეა, ივლისია, გადაივლის და არც არაფერი. მაინც გავა ეს ქვეყანა ფონს, ურემივით ჭრიალ-ჭრიალით, მაგრამ გავა. არ მოიწყინოთ ხოდა. ისე კვერცხების სროლას წუწაობა ჯობს ორდროშობანას მერე. ამ სეზონზე ეზოში ეგრე ვიქცეოდით. გაზაფხულზე ვისროდი მკვახე ჭერმებს მე პირადად, ზაფხულში წყლიან ბუშტებს" - წერს ფანჯიკიზე.
მასალის გამოყენების პირობები