მეუფე იაკობის თქმით, საპატრიარქო ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის მონაწილეები ქუჩაში საერთოდ არ გამოსულან, მეუფე იაკობი მაინც მათი მხრიდან პროვოცირებაზე საუბრობს.
"ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ... მათ უკან ვინც იდგა, უშუალოდ თაბაგარზე და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი", - ამბობს მეუფე იაკობი.
შეგახსენებთ, კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებმაც მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს, ქუჩაში გამოსვლისკენ საპატრიარქომ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






