"სადაც წაეწევით ჟურნალისტებს, სადაც დაინახავთ კამერიან ადამიანებს სცემეთ, ურტყით წიხლები, ეს ხელისუფლების გზავნილია და ბატონი ღარიბაშვილის, რომელმაც იმ დილით დასაშვები გახადა, დაამშვიდა ის მოძალადეები" - ინგა გრიგოლია
საზოგადოება - 13:55, 07 Jul, 2021     2506

მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან - ისინი ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტებზე თავდასხმებს აპროტესტებენ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. იგი აცხადებს, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:


"მე ძალადობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ მათ, ვინც აი აქ სხედან პრემიერის ხელმძღვანელობით. იმიტომ რომ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჟურალისტების წინააღმდეგ. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ მედიას ვერ შეაშინებს, ვერ გააჩუმებს, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი გზავნილი რაც მათ წინა საარჩევნოდ გაუშვეს არის ის, რომ სადაც წაეწევით ჟურნალისტებს, სადაც დაინახავთ მიკროფონიან და კამერიან ადამიანებს სცემეთ, ურტყით წიხლები, მიაყენეთ შეურაცხყოფა. აი ეს გზავნილი გაუშვა ხელისუფლებამ თავისი მომხრეებისთვის. დასაშვები გახადა ფიზიკური ანგარიშსწორება. ის, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილი, თავისი შავრაზმული დაჯგუფებების გამოყებით, წვერიანების თუ უწვეროების, იცით რით გამოჩნდა? ჟურნალისტები, ოპერატორები ყვებიან: როცა გვირტყამდნენ, 30 კაცი რომ გვირტყამდა ერთი ან ორი პოლიციელი იყო. არადა, რა ვუყოთ ამ მეხსიერებას ყველა საპროტესტო აქციაზე გამოყვანილი სპეცრაზმი გვყავს ნანახი, დათვის ტყვიებით და თვალებში სროლით. პოლიტიკური აქცია როცაა იქ გამოჰყავთ სპეცრაზმი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოეყვანათ ძალა, რომელიც ამ აგრესორებს გაანეიტრალებდა. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების გზავნილია და ბატონი ღარიბაშვილის, რომელმაც იმ დილით დასაშვები გახადა, დაამშვიდა ის მოძალადეები, რომ მიდით ბიჭებო. 2000-ლარიანი გირაოთი რომ უშვებენ ასეთ მოძალადეებ. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, სადაც დაეწევით სცემეთ ჟურნალისტები. პასუხისმგებელი ჩემი აზრით არის ხელისუფლება" - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42