“ტურისტის დაჭრის გამო ათეულობით ჯავშანი გაუქმდა” - სასტუმრო Old Town Mtatsminda
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:27, 07 Jul, 2021     1987
5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს.
მომხდარის შემდეგ ტურიზმის სექტორი უკვე ალაპარაკდა აღნიშნული ფაქტის ნეგატიურ ეფექტებზე. აღნიშნული მოვლენების შემდეგ სასტუმრო Old Town Mtatsminda-ში ათეულობით ჯავშანი გაუქმდა. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, ეფექტი ძალიან მცირე დროში გახდა თვალსაჩინო. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის.

“მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, უკვე არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე. შესაბამისად, თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი უფრო კიდევ უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება", - აცხადებს სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე, რომლის კომენტარსაც bm.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტურისტს დანით 4 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ მას საყურე ეკეთა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42