შიდა ქართლის კონფლიქტისპირა 9 სოფელში წყალმომარაგების მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 19 Dec, 2013     1630

საქართველოს მთავრობა აგრძელებს კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერას. მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ახალ წლამდე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც სოფლების - დიდი ხურვალეთის, გუგუტიანთკარის, კოშკას, ზარდიანთკარის, დიცის, მერეთის, წაღვლის, ატოცისა და კნოლევის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

შიდა ქართლის სოფლები სასმელი წყლის დიდ დეფიციტს განიცდიან. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი იწყება წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიცი და მერეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატოცი და კნოლევი, წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობასთან ერთად, დამატებით 5 ჭაბურღილის მოეწყობა.

პროექტის განხორციელებით შიდა ქართლის 9 სოფელში მოგვარდება მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 1 115 000.00 ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საკუთარი ბიუჯეტიდან განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ სოფელში - დიდ ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, კოშკასა და ზარდიანთკარში წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხი ჭაბურღილი უკვე გაბურღა, რამაც აღნიშნულ სოფლებში უწყლოობის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნა. ამჟამად, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ამ სოფლებში წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42