„პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში”, – ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გვერდმა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გაავრცელა. „რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
ნანკა კალატოზიშვილი ვარლამ გოლეთიანის მიმართ თავის სიმპათიას დაუფარავად გამოხატავდა. დღეს კი მსახიობი თავის დამოკიდებულებას ცვლის.
"თუ ვინმეს მიმართ გამიჩნდა ამ ბოლო დროს პატივისცემა, მართლა გულით მიხაროდა, რომ ვხედავდი და მჯეროდა, მინდოდა დამეჯერა, ალბათ, უფრო, როგორც ჩანს, რომ არსებობენ ნამდვილი, სუფთა, პატიოსანი ადამიანები… თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია.
მისი დანახვა ამ სისხლისმსმელი ადამიანების გვერდზე… იმედი გამიცრუა საკუთარმა თავმა, ამდენი ოპტიმიზმი, უკვე იდიოტობისკენ მიმავალ გზას გავს. მენანები, ვარლამ, ძალიან მენანები.
ასეთია შენი ღმერთი? ასეთია შენი ეროვნული ერთობა?
42 წლის ვარ და ისევ ბავშვივით მეამიტი როგორც ჩანს, ან უბრალოდ იდიოტი" - ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები