სოფელ ჩოლოქის მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:07, 19 Dec, 2013     1455

2010-2011 წლებში, როდესაც აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაზე გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოხდა გარკვეული თანხის კომპენსაციის სახით გადახდა, მოსახლეობა აცხადებდა, რომ არასწორად და არასრულად მოხდა მათი ნაკვეთების აზომვა. განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ ჩოლოქის მოსახლეობას შეექმნა.

2013 წელს ახალმა მთავრობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, ხელახლა, კატეგორიების მიხედვით მოახდინა მიწის აზომვა. დამატებით, კომპენსაციის თანხამ ჯამში 1 330 116 ლარი შეადგინა.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გაუთვალისწინებელ ჩოლოქის მოსახლეობის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის მიზნით დეპარტამენტი გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს და 2013–2014 წლებში გასცემს სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციას აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული ერთეული ღირებულებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწოდებული მასალების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გასულ წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე და თითოეული მოქალაქე, რომლის კერძო საკუთრებაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვდება, შესაბამის კომპენსაციას მომავალშიც სრულად მიიღებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42