ADB-მ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანში - 73 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:01, 19 Dec, 2013     1851

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანში 73 მილიონი დოლარი დაამტკიცა. ამასთან დაკავშრებით დღეს, 19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროში ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის საპროექტო შეთანხმება გაფორმდება. მესამე ტრანშის ფარგლებში ორი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი დაფინანსდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით ორივე ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელს, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი კლაუს გერნჰაუზერი მოაწერს. საქართველოს მხრიდან სასესხო ხელშეკრულებას ხელს აწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ხოლო საპროექტო ხელშეკრულებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.

სესხის ხელშეკრულების თანახმად საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 73 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს, კრედიტის ფარგლებში ორი ძალიან მნიშნელოვანი პროექტი დაფინანსდება, კერძოდ, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაცია, რომლის საპროექტო ღირებულებაც 65,5 მლნ დოლარია. ასევე დაფინანსდება ანაკლიის ნაპირდამცავი სამუშაოების მეორე ფაზა, რომლის ღირებულებაც 7,5 მლნ დოლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ორივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში ფინანსური სახსრები ორ ეტაპადაა გაყოფილი. შესაბამისად მესამე ტრანშიდან პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების სწორედ მეორე ფაზა იქნება დაფინანსებული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42