ჯაღმაიძე: როცა ვნახეთ, არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება: "მოდით, ვილოცოთ“ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?
საზოგადოება - 22:47, 05 Jul, 2021     1288

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?!" - ამბობს ჯაღმაიძე და აღნიშნავს,რომ საპატრიარქო განცხადებებით მოუწოდებდა ლგბტ პირებს, საზოგადოება არ გაეღიზიანებინათ:

"რადგანაც ჩვენ ვხედავდით, რომ ორშაბათს ხალხი იკრიბებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, ამის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ. ვიცოდთი, რომ ეს იქნებოდა. ჩვენს განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ დაანებეთ თავი ხალხის გაღიზიანებას. რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს პრაიდი ერთ-ერთი ნაბიჯია, გადახედეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც ადრე დაიწყო გენდერული თეორიის დანერგვა, ნახავთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს "პრაიდით" არ მთავრდება, "პრაიდი" არ არის მიზანი.

საბოლოო ჯამში, ეს მოძრაობა სრულდება ერთსქესიანთა წყვილების მიერ შექმნილი ოჯახური ურთიერთობისთვის შვილის აყვანის უფლებით. ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებით, ბავშვები, რომლებიც გააშვილეს ასეთ ოჯახებში, ისინი უჩივიან სახელმწიფოს, ვინ დაარღვია მათი უფლება? ვინაა პასუხისმგებელი, რომ მათი ცხოვრება დაინგრა? გაიზარდნენ ოჯახში, სადაც 2 დედა ჰყავდათ ან 2 მამა იმის მაგივრად, რომ დედა და მამა ჰყავდეთ", - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42