თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწოდება
COVID-19 - 09:32, 06 Jul, 2021     1663

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მისი პროფესურა, ექიმები, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები პანდემიის დაწყებისთანავე ჩაერთნენ COVID–19-ის საწინააღმდეგო ბრძოლაში. მათი თავდადებული შრომა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად მართლაც რომ პროფესიული გმირობაა. თსსუ-ში აკადემიური პროცესი ახლაც, მიმდინარე სემესტრში, უმთავრესად, არა დისტანციურად, არამედ ფიზიკური დასწრებით ხორციელდება.

ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ბრძოლის მორიგი და მნიშვნელოვანი ეტაპი - მასობრივი ვაქცინაცია. ამ ბრძოლაში ერთიანობა და გამარჯვება გადამწყვეტია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხო მომავლისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია; მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021/22 სასწავლო წელი 13 სექტემბერს იწყება. საუნივერსიტეტო ოჯახის თითოეული წევრი გრძნობს პასუხისმგებლობას კოლეგებისა და სტუდენტებისათვის უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნის თვალსაზრისით; უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში). ეს არის ერთადერთი საშუალება უსაფრთხო სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნისათვის, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის.

უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალი გზა დღეს მასობრივ ვაქცინაციაზე გადის!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42