“თავს ვიკავებდი, არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, მაგრამ…” – ნინი შერმადინი ბერა ივანიშვილზე
სოც.მედია - 11:02, 05 Jul, 2021     1714

ნინი შერმადინი ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვწერ ამ პოსტს. საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და მგონია, რომ ვერასდროს გავიგებ. არ ვიცნობ ბერა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას. არც მისგან მიმიღია რამე ბენეფიტი და არც “ქართული ოცნების” დიდი მოტრფიალე ვარ, არც ბერას ერთგული მსმენელი, მაგრამ რასც ახლა ვხედავ, გაუგონარი და დაუჯერებელია. შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს, მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? შვილები მშობლებს არ ვირჩევთ. განა, რა დააშავეს ამ ბავშვებმა ასეთი? აგრესიაცაა და აგრესიაც. სირცხვილია უბრალოდ ასეთი ბულინგი.

კიდევ ვიმეორებ, არ ვიცნობ და არანაირი ინტერესი არ მაქვს, ამ სტატუსით ვინმეს ვასიამოვნო, არც საქართელოში ვაპირებ ჩამოსვლას ალბათ, დიდი ხანი. არც არავინ დამრჩა მანდ, ვის გამოც ვივლიდი. ალბათ, შინაგანი კოლეგიალურობა მალაპარაკებს, ყველა ხელოვანი მენანება, ვისაც ასე ერთ დროს აღმერთებდნენ და მერე ტალახს ესროდნენ. ამდენი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს აქ. “ჰეითერები” ვის უკვირს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა. ძალიან ამორალური და დაბალი დონე.

ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ. განა, რა გახდა, გვიყვარდეს ერთმანეთი. არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? განა, რამდენი დავრჩით? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ასე ერთმანეთს? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები. რაც შეეხება ამიკოს, ალბათ, სულ მცირე, 15 წელია ვიცნობ, თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი ძალადობა არავის გაგვიგონია, ვინც ვიცნობთ. სიყვარული გადაგვარჩენს, მეტი არაფერი. სიცოცხლე სულ რაღაც 1 წამია და ისიც ბოროტებაში და სიძულვილში გავლიოთ, ძალიან დასანანია. პატივისცემით თქვენი ემიგრანტი

ნინი შერმადინი”, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42