4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1776 წელს, სწორედ ამ დღესამერიკაში მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია ფილადელფიაში მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო და ის ეროვნული მოძრაობის წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია და მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და სწრაფვა ბედნიერებისკენ. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, საკანონმდებლო წესით გაუქმდა ფეოდალური წოდებები და დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები.
დეკლარაციას ხელი 56-მა კონგრესმენმა მოაწერა. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ წითელი ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების მატებასძთან ერთად სახელმწიფო დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ვარსკვლავების რაოდენობა 50-ს შეადგენს ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






