თამარ ივერს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. როგორც თამარი წერს, ეს ტრაგიკული ამბავი მან კონცერტის დროს შემთხვევით გაიგო.
მიუხედავად ასეთი ემოციური ტრავმისა, მომღერალმა დღევანდელ კონცერტზე სიმღერის შესრულების ძალა საკუთარ თავში იპოვა და დღეს ღონისძიებას გამართავს.
„მასწავლე, როგორ ვიცოცხლო და ვიცხოვრო აწი უშენოდ დედა. დღეს ჩემი სხეულის ნახევარი მოკვდა. დედა! ძალიან ცუდად ვარ! რატომ დამტოვე ასე „მუხთლად” ასეთ მომენტში? მკვდარი ვარ! თურმე აქამდე მიმალავდა მეუღლე, მაგრამ შემთხვევით მოვისმინე მისი „კონსპირაციული საუბარი“ დაკრძალვის დეტალებზე ავსტრიაში, კონცერტის დღეს! და ამ ამბის გაგების მერე…. უნდა გავიდე და ვიმღერო! არ მოგესმათ ხალხნოო…..ვ იმღერო! რომ არ ჩავაგდო კონცერტი!
საკუთარი თავი მეზიზღება ამ სიტუაციაში, ვხედავ რომ ცხოვრება მორიგ სასტიკ გამოცდას მიწყობს ნერვების ომით, მაგრამ ეს გამოცდა ისე უნდა გადავლახო, როგორც ისევ ჩემს დედას გაეხარდებოდა და მუდამ მირჩევდა:„შვილო, დედამიწის ზურგზე არაფრის გამო არ გაიფუჭო შენი საქმე !”
არ ვიცი რას როგორ გავაფუჭებ, უცაბედად სხეულის ნაწილი მომეკვეთა! აქამდე ისევ პატარა გოგო ვყოფილვარ ძალიან ცუდად ვარ…ვერ ვაზროვნებ…“,- წერს თამარ ივერი.
მასალის გამოყენების პირობები