მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ადამიანის ზიზღი სამარცხვინოა, რას გვიშავებენ მართლა ვერ ვხვდები - ირმა სოხაძე პრაიდზე
საზოგადოება - 19:02, 02 Jul, 2021     2269

მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით "ფორმულასთან" საუბრობსმომღერალი აცხადებს, რომ განსხვავებულის მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს - მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია - რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ - ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ", - ამბობს მომღერალი.

მომღერალმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას და მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს.

როგორც ირმა სოხაძე ამბობს, უკიდურესი პოლარიზაცია და ადამიანებს შორის არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა საშიში.

„რას ითხოვს ეს ხალხი ისეთს, რომ გვეზიზღება - რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია; უბრალოდ ასეთია და უნდა ამაზე გამოთქვას აზრი ლაღად, მე მგონია, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს მიუღებელს, აღმაშფოთებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ - მართლა ვერ ვხვდები.

სტატუსებს ვკითხულობ, კომენტარებს ვკითხულობ და მეშინია ამ აგრესიის. ამის უფრო მეშინია, ვიდრე იმ რამდენიმე ექსტრემალის, რომ გამოვარდება და ქვას ისვრის. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში, არა მარტო ლგბტ თემის მიმართ, ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანის მიმართაც, განმასხვავებელი ნიშნების მიმართაც - ვერ ვიტანთ სხვანაირს, ჩვენნაირსაც ვერ ვიტანთ. ეს ვერატანა არის ზედოზით და ამის გაცილებით უფრო მეშინია, ვიდრე დანარჩენის... ზიზღი ადამიანის მიმართ, თუ ქვეყანა არ აგიწიოკა და ახლობელი არ დაგიშავა, ჩემთვის სამარცხვინოა", - ამბობს ირმა სოხაძე.

ირმა სოხაძე საუბრობს იმაზეც, რომ პრაიდის კვირეულის მიმართ არსებული მიუღებლობა არ შეიძლება გამოწვეული იყოს რელიგიური სწავლებებით. მისი თქმით, ქრისტიანთათვის ძალიან მნიშვნელოვან წიგნში, ახალ აღთქმაში არ არის საუბარი ე.წ. სოდომურ ცოდვაზე.

მომღერალი მორწმუნეებს მიმართავს და ამბობს, რომ ერთმანეთის ზიზღი არ არის ქრისტიანული. მისივე თქმით, ქრისტე თავის მიმდევრებს სიყვარულისკენ მოუწოდებდა.

„სოდომი და გომორი არის ძველი აღქმა, არ შევდივარ რელიგიურ წიაღსვლებში და თეოლოგიურ კამათში, მაგრამ ახალ აღქმაში არ არის ეს თემა წამოწეული, როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. ქრისტე, ჩვენი ღმერთი, იყო საოცრად მიმტევებელი, ყველა უყვარდა. ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველად თვლისო. მაგრამ უბედურება იცით რაშია? - ყველა უცოდველად თვლის თავს. დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა. ყველა ვალდებულად თვლის თავს, დაიცვას რაღაცა - თვითონაც არ იცის, რა", - აღნიშნავს ირმა სოხაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42