177 მილიონამდე გაზრდილი შემოსავალი, რომელიც ბანკების მოგებას აჭარბებს - პანდემიისა და გაჭირვების მიუხედავად, საქართველოში ონლაინკაზინოები მდიდრდებიან
საზოგადოება - 13:26, 02 Jul, 2021     1942

სათამაშო სექტორი პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი იყო. ჯერჯერობით, ამ სექტორის ყველა მოთამაშის 2020 წლის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნებული არაა, თუმცა როგორც “კრისტალბეთის” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიისთვის 2020 წელი განსაკუთრებულად მოგებიანი იყო.

reportal.ge-ზე გამოქვეყნებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს “კრისტალბეთის” შემოსავალი 39%-ით 363.3 მილიონ ლარამდე გაეზარდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 87%-ით გაიზარდა და 177 მილიონი ლარი გახდა.

177 მილიონი ლარის მოგება ქვეყნის მასშტაბით წმინდა მოგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; შედარებისთვის ეს თანხა ქართული ბანკების უმრავლესობის 2019 წლის მოგებასაც აღემატება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "კრისტალბეთის" 363.3-მილიონიანი შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

● შემოსავალი ონლაინკაზინოს თამაშებიდან - 270.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 53%;

● შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 70.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -1%;

● შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 11.25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 6%;

● სხვა შემოსავალი მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 11.12 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 437%.

ჯგუფი “კრისტალბეთის” იურიდიული სახელია შპს “მარსი”. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია 2005 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული და მისი მაჟორიტარული წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული ფირმა Bwin Holdings-ია. კომპანიის მესაკუთრეთა სია ასეთია:

“Bwin Holdings (Malta) Limited - 51%; ლევან ახვლედიანი - 24%; კნიაზ დასენი - 10%; გიორგი ჩხეიძე - 5%; კობა გიგლემიანი - 5%; ვანო გიგლემიანი - 5%,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, ის 2020 წელს 158.5 მილიონი ლარი იყო.

წყარო: bm.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42