ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, დედაენის ბაღში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფები როგორ ზეიმობენ ე.წ კომენდანტის საათის მოხსნას. იგი ამბობს, რომ შემოდგომით გამოკეტვა ჩვენივე „თავისუფლების წყალობით“ მოხდება.
„ზოგადად, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ… თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწრებული და მონაწილე, ბავშვობიდან, დღემდე, მაგრამ ის, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება წინაპირობაა იმის, რომ ჩვენს “თავისუფლებას“ დაბრალდეს შემდგომი გამოკეტვა.
ჰო და, ჭკვიანი საზოგადოება, ამ ფიქტიური თავისუფლებით კი არ დატკბებოდა, არამედ პასუხს მოსთხოვდა პასუხისმგებელ პირებს არარსებულ ვაქცინებზე, არარსებულ ვაქცინაციის პროცესზე და დღეში 20-ზე მეტ მკვდარზე! მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას სხვისი კუბო იშვიათად ადარდებს…
ქვეყნის ეკონომიკა, მომავალი და შიმშილი ხომ, მით უმეტეს. არაფერი მიხარია, მხოლოდ მეშინია!“, – წერს ექიმი.
მასალის გამოყენების პირობები