საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი.
"ამ დროისათვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით. 166-ე და 173 მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის მუშაკისადმი შეურაცხყოფის მიყენებას", - განაცხადა სირაძემ.
მან მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონი არ დაარღვიონ.
"ამ დროისათვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება. პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას აქვს როგორც აღვნიშნეთ. არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს", - თქვა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები დღეს ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ.ისინი თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებსაც.
მასალის გამოყენების პირობები






