კობა ალხაზაშვილის მეუღლის ემოციური მიმართვა: "დუდის მეძახდა...იმის იმედით უნდა ვიცხოვრო, ოდესმე, სადმე გნახო. სიკვდილის აღარ მეშინია, შენ რომ მანდ მეგულები...“
სოც.მედია - 18:25, 01 Jul, 2021     1929

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი ახლახან სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. კობამ კორონავირუსი გადაიტანა, რის შემდეგაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მისი გდარჩენა, ვერ მოხერხდა.

მას მეუღლე და შვილი დარჩა.

ჟურნალისტის მეუღლე გვანცა ციმინტია კობას შესახებ დიდ სტატუსს ავრცელებს:

„დუდის მეძახდა.

პირველად რომ შემხვდა, ძალიან დაბნეული იყო, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მერე მეუბნებოდა – ისე მკაცრად იჯექი, არ ვიცოდი, რა მექნაო, „გავიწურეო“, იცინოდა სახეგაბადრული და მიყვებოდა რაღაცებს. სახლში რომ მივყავდი, გზაში თმა ჩამომეშალა, გაჩერდა და ძალიან თბილად ყურს უკან გადამიწია. ვიფიქრე, პირველივე შეხვედრაზე ეს როგორ გამიბედა-მეთქი, მაგრამ ისე თბილად გამოუვიდა, არაფერი მითქვამს, გავუღიმე. სახლში ძალიან აფორიაქებული დავბრუნდი, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი. მეორე დღეს იყო მუზეუმი, უაზროდ მივაშტერდი რაღაც სურათს, მოვიდა და მაკოცა, ჩემი მეორე მე მიყვიროდა – რამდენს აბედვინებ ამ თავხედ ახალგაზრდას, მეორე დღესვე რომ მოდის და საფეთქელთან გკოცნის, მოურიდებლად. ვუთხარი კიდეც და აქაც გამიღიმა – ვერ მოვითმინეო…:))

რამდენს ვსეირნობდით, მთაწმინდიდან პლეხანოვამდე, პლეხანოვიდან ნახალოვკამდე. ისე დამოკლდა ქალაქში მანძილი, ვეღარც ვიგებდით ლაპარაკ-ლაპარაკში სად, რომელ უბანში ამოვყოფდით თავს. 4 თვე ვიბოდიალეთ ასე, იმდენი ვისაუბრეთ, რამხელაც თბილისია. ვხვდებოდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა და უნდა დაწყებულიყო ჩვენს ცხოვრებაში. მოულოდნელად მითხრა, ცოლად გამომყვებიო? მე ვითომ ვერ გავიგე – გაიგე, რაც გკითხეო? რა-მეთქი, თითქოს დასაფიქრებლად დრო მჭირდებოდა, როგორ დავთანხმდი, არც მახსოვს, მაგრად ჩავეხუტე, წავედით რესტორანში და გვიანობამდე ვისაუბრეთ მომავალზე. ბავშვურად აჟიტირებულებმა და აფორიაქებულებმა ღერი ღერზე გავაბოლეთ და შევუდექით სამომავლო გეგმების დალაგებას.

უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ეჭვიანი არ ვარო, მეუბნებოდა და სადმე, მის გარეშე თუ წავიდოდი, მალევე მირეკავდა – სად ხარ? მალე მოხვალ? სამსახური რომ დავიწყე პანდემიის დროს, დილით მიმიყვანდა და მერე მანქანაში ან იქვე ახლოს მელოდებოდა. ადრე მაკითხავდა და დროზე ადრე მივყავდი სახლში. თუ დავიგვიანებდი, გაბუტული იჯდა ცოტა ხანი და მხოლოდ ჩახუტებით თუ მოიყვანდი ხასიათზე.

ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მეგონა, მთელ სამყაროს ვეხუტებოდი მაგ დროს. ისეთ ენერგიას ვუზიარებდით ერთმანეთს, ფიზიკურ ტკივილსაც რომ შველოდა. თუ თავი სტკიოდა, თავზე ვეფერებოდი, ტკივილი მივლის, როცა ხელს მკიდებო. მეც ანალოგიურად. მის გარეშე ძალიან ძნელია, პატარა ბავშვივით ავეტორღიალებოდი და ყველგან დავყვებოდი, მერე მოვიდა ნუშიკო ჩვენს ცხოვრებაში და ახლა უკვე მისი ორი საოცნებო ხუჭუჭა გოგო დაჰყვებოდა კუდში და ამით ისეთი ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყე.

დაგვაობლა.

ორივე დაგვაობლა.

ისე ვუყვარდი, მგონია, ასე არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს მეორე ნახევრები. როგორი მადლიერი იყო იმით, რომ ასეთი ადამიანი შეხვდა, მე მისით ვიყავი მადლიერი, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა. სულ იმას მეუბნებოდა, ადრე რატომ არ შეგხვდიო, დავბოდიალობდი უაზროდო. ალბათ, როცა საჭირო იყო მაშინ შევხვდით, მაგრამ ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი?

სადაც უნდა წავსულიყავით, სპექტაკლზე, თამაშებზე, მეგობრებთან, დასასვენებლად, წინასწარ შემირჩევდა ადგილს, წინასწარ მომიმზადებდა გარემოს, ბედნიერად რომ მეგრძნო თავი, ასეთი მზრუნველი ადამიანი არც შემხვედრია არასდროს.

იმხელა სიყვარული მომანიჭა სამყაროს რომ სცდება. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება და მაცოცხლებს.

თვითონ როგორც ამბობდა – ზოგი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს ამ გრძნობას და უსიყვარულოდ მიდის ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი ამ მცირე დროში ისე საინტერესოდ ვიცხოვრეთ, ყველგან ვიბოდიალეთ, ყველას მოვეფერეთ, ყველას შევაყვარეთ თავი, ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ, ჩვენი ბუდე ავაშენეთ, მოვაწყვეთ, ვ ი ც ხ ო ვ რ ე თ, მთელი გულით ვიცხოვრეთ, ვამაყობდით ასეთი ოჯახით, გვეამაყებოდა ჩვენი გარშემომყოფები, ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, უბრალოდ კეთილი ნაცნობები. ყველა, ვინც იზიარებდა ჩვენს კარგს პირველ რიგში. ყველასთვის კარგი გვინდოდა, გულწრდფელად და ბავშვურად ალალად.

ერთად დაბერებაზე ვოცნებობდით, მოხუციც ეგრე უნდა გატაროო, ჩემზე გამობმულიო. წინასწარ ვგეგმავდით, სად და როგორ უნდა გაგვეტარებინა სიბერე შვილიშვილებთან ერთად. საგურამოში სახლი გვექნებოდა, მეგობრებთან ერთად დღედაღამე აგვერეოდა.

ბათუმში, ძველ უბანში,პატარა სახლი უნდა გვქონოდა, ზღვასთან ახლოს, – „შვილებს გამოვეპარებით და ჩვენთვის ვიქნებითო”. ძალიან მიჭირს შენ გარეშე ამ ყველაფრის წარმოდგენა. სამყარო უსამართლოდ მოგვექცა შენ, მე, ნუშიკოს, ჩვენს ოჯახს. გაგვანადგურა და არ გვაცადა გამარჯვება. ჯერ კიდევ 6 თვის წინ რა ბედნიერები ვიყავით, რა უცბად შეიცვალა ყველაფერი. დაუნდობელია ეს სამყარო. იმის იმედით უნდა ვიცხოვრო, ოდესმე, სადმე გნახო. ახალი ის არის, რომ სიკვდილის აღარ მეშინია, შენ რომ მანდ მეგულები. ვიცი, ბევრჯერ დავიბადებით, ვიცი, ბევრჯერ მოვა ჩვენი სული აქ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წაგიყვანა ამ ქვეყნიდან, ძალიან ადრე იყო ეს. არ იყავი მზად არც შენ, არც მე. მთელი ცხოვრების სევდა ამკიდე. არ ვიცი, როდის მოვბეზრდები ამ სამყაროს, მაგრამ, როცა უნდა იყოს, ვიცი, როგორც დამხვდები, როგორც ყოველთვის, ჩემთვის საუკეთესო ადგილს აარჩევ და შენს დუდის მაგრად ჩაეხუტები“ - წერს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42