ნიკოლოზ გვახარია გარდაიცვალა: "უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი, თავად ვეღარ გაუმკლავდა კაცობრიობის ყველაზე ვერაგ მტერს და ბრძოლაში დამარცხდა...“
სოც.მედია - 17:40, 01 Jul, 2021     6043

ექიმი ნიკოლოზ გვახარია გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაცია“ ავრცელებს:

„ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა არიან ადამიანები, რომელთა წასვლაც ამ ქვეყნიდან აუნაზღაურებელი დანაკარგია უამრავი სხვა ადამიანისთვის, რადგან ისინი წარუშლელ კვალს ტოვებენ თავიანთი კეთილშობილებით, პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით და უანგარო სიყვარულით… სამწუხაროდ, სწორედ ასეთი დანაკარგი განიცადა ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დღეს ნიკოლოზ გვახარიას გარდაცვალების გამო… ურთულესია მასზე წარსულ დროში წერა და იმის გაცნობიერება, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი, თავად ვეღარ გაუმკლავდა კაცობრიობის ყველაზე ვერაგ მტერს და ბრძოლაში დამარცხდა… თუმცა არა, ნიკა არ დამარცხებულა! მან მთელი თავისი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას მიუძღვნა და სწორედ ესაა ადამიანის ამქვეყნად არსებობის უმაღლესი მისია!

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის განვითარებისთვის ბატონმა ნიკოლოზმა არაერთი მსოფლიო ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საქართველოში, რამაც უამრავ ადამიანს მანამდე დაუძლეველი პრობლემის დაძლევის საშუალება მისცა. ნიკა ექიმი მაშინაც იბრძოდა, როდესაც სხვები ნებდებოდნენ და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაურჩენია! ყველა პაციენტის მდგომარეობას ემოციურად განიცდიდა და ჭეშმარიტი ექიმის უმთავრესი პრინციპი „პირველ რიგში, არ ავნო“ ნიკას პროფესიული ეთიკის ფუნდამენტს წარმოადგენდა!

„საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი ნიკოლოზ გვახარიას ოჯახს” – ვკითხულობთ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42