სამედიცინო პროფილის სტუდენტებისთვის უახლესი სასწავლო მიდგომების დანერგვის მიზნით ივ.ბოკერიას ჰოსპიტალსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 14:48, 01 Jul, 2021     1016

ივ.ბოკერიას ჰოსპიტალსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამედიცინო პროფილის სტუდენტებს განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი თბილისის ღია უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა გახდა. უნივერსიტეტის სტუდენტები ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაიღრმავებენ. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები. ასევე, სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

სტუდენტებს, რომლებიც თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ისწავლიან, ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, სტაჟირება ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გაიარონ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჰოსპიტალი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 3 სტუდენტს დიპლომისშემდგომ სწავლებას დაუფინანსებს და სასურველ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლას უფასოდ შესთავაზებს.

თბილისის ღია უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ქართველ სტუდენტებს 2021 წლის შემოდგომაზე პირველად მიიღებს. ივ.ბოკერიას ჰოსპიტლის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად მოხდება სასწავლო გრანტის გამოყოფა 100 000 ლარის ოდენობით, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 აბიტურიენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. ასევე, აღსანიშნავია რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი და თბილისის ღია უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად შექმნიან სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებასა და ინტერდისციპლინარული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი სამედიცინო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საქართველოში პირველია. ექსკლუზიური მემორანდუმი მედიცინის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ სწავლების თეორიული და პრაქტიკული უახლესი მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი გახლავთ ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალი ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც 322 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ყველა სამედიცინო პროფილით ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42