კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, მოსკოვმა რეგულაციების გამკაცრება დააანონსა, Washington Post კი წერს,რომ აღნიშნულის პარალელურად, რუსეთში ვაქცინაციის ყალბი სერთიფიკატების გაყიდვა დაიწყო.
28 ივნისს, მოსკოვის მერმა თქვა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ქალაქის მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის.
ამერიკულ გამომცემლობას კი ანონიმურმა წყარომ მიაწოდა სოციალური ქსელის მიმოწერის ასლები, სადაც მას ვაქცინაციის ყალბ სერთიფიკატს 25 ამერიკულ დოლარად სთავაზობენ.
ახალი წესებით, რესტორნებში, ან ბარში შესულმა პირებმა QR კოდით უნდა დაადასტურონ, რომ აცრილები არიან, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. სერტიფიკატების გაყიდვა კი აღნიშნული გამკაცრებული რეგულაციების გამო დაიწყო.
შესაძლოა მსოფლიომ ამ ყოველივეს გამო რუს ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებში შესვლა გაურთულოს.
მასალის გამოყენების პირობები






