როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დავით ნოზაძე განმარტავს, მეწყრულმა პროცესებმა ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი დააზიანა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნულ მონაკვეთზე გზა სამი მხრიდან ჩაიკეტა.
"დაათვალიერეს დაზიანებები და ნაპრალები, გაჩენილი ეროზიები, მოხდა მათი რეკომენდაციით გზის ჩაკეტვა აღნიშნულ მონაკვეთზე სამი მხრიდან - ეს არის ლისი-მუხათწყაროს მხარეს, მსხალდიდის მხარეს და ნაფეტვრებიდან ამოსასვლელი გზა. ხვალ კიდევ უნდა მივიდნენ ექსპერტები, რომ დააკვირდნენ, რადგან ეს მოქმედი მეწყერია. ხვალ უნდა განსაზღვრონ და დასკვნა დაწერონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა უნდა გაკეთდეს, დასკვნის შემდეგ სამშენებლო კომპანია შეიმუშავებს პროექტს და დაიწყებს გზის რეაბილიტაციას", - განაცხადა დავით ნოზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






