"გადაგვაგდო, ელჩებს მოატყუა" - სუბელიანის თქმით, შსს-ს წარმომადგენელი დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ გაქრა
საზოგადოება - 21:02, 30 Jun, 2021     1723

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა სუბელიანი აცხადებს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის წინ "გაქრა".

როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას კვირების განმავლობაში ელოდნენ, თუმცა დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ელჩები მოატყუა და უთხრა, რომ პრაიდის ორგანიზატორები მათ არ ეთანამშრომლებიან.

"გუშინ შევხვდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს. ამ შეხვედრას ვითხოვდით და ველოდით კვირების განმავლობაში. ყველა მხრიდან რომ ავტეხეთ ამბავი, უცებ გადაწყვიტეს და გაგვაგებინეს, რომ ორ საათში უნდა შევხვედროდით. კონსტრუქციულად და საქმიანად დაიწყო შეხვედრა, გავიარეთ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხოების საკითხები. მარშთან დაკავშირებით სრული აბსურდები მოვისმინეთ და კეთილი ინებოს შსს-მ და რაზეც დახურულ კარს მიღმა გვესაუბრებოდნენ, ილაპარაკონ საჯაროდ. პარლამენტში უპასუხოს მინისტრმა კითხვებს მარშთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი აცილების გზებზე. უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ძალადობის პრევენციისთვის.

დღეს კი დილიდან ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ მოქმედებები დაიწყეს ღონისძიების დასაცავად. ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. დილიდან მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ლოკაციაზევე შეხვდებოდათ მათ ჩვენი წარმომადგენელი და თან ეყოლებოდა ღონისძიების დაცვის უფროსი. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ლამის საათში ერთხელ გვწერს კომუნიკაციის შუამავალი პირი და გვეუბნება, რომ შეთანხმება ვერ მოხდა, ვრეკავ წრეზე ისევ ჩვენს წარმომადგენელთან და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსთან, მეუბნებიან, რომ თურმე ახლა შეთანხმდნენ. მერე ისევ მომდის პრეტენზიები, არ გვაძლევენ დაცვის ნომერსო. ვურეკავ ისევ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, რა ხდება მეთქი. დაცვის ნომერი გვინდაო, მეუბნება, როცა ერთი საათია შეხვედრამდე დარჩენილი. არ აკმაყოფილებს ის, რომ ორგანიზატორთან ერთად შეხვდება ჩვენსავე დაცვას და უნდა, რომ ამ დაცვასთან რაღაცის დალაგება სცადოს ჩვენს გარეშე. მოკლედ, ეს სიგიჟე რომ არ გაუვიდა, ფორმალურად დამთანხმდა, კარგი შეხვედრას დაველოდოთო და მერე აქეთ გადაგვაგდო, გაქრა კომუნიკაციიდან და ელჩებს მოატყუა, არ გვეთანამშრომლებიან და ადგილზე არ გვიშვებენ და აბა ეგრე როგორ დავიცავთო.

თვალებში როგორ ჩამხედავს ეს კაცი ამხელა გაიძვერობის შემდეგ და "კონსტრუქციულად" როგორ მომიჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, არ ვიცი მართლა", - წერს სუბელიანი.

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42