ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა
საზოგადოება - 11:27, 30 Jun, 2021     1159

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ავეჯის სახლ პანცილიონს ხანძრის შედეგად მიყენებული 700 000 ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

პანცილიონის კუთვნილი საწარმო ახალი წლის დღეებში სრულად დაიწვა. განადგურდა 2000 კვ.მ ფართზე მოქმედი რბილი ავეჯისა და მატრასების საწარმო. სადაც წარმოებაში გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარები, ინვენტარი და მზა პროდუქტი ინახებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სრული მატერიალური ზიანი 1 400 000-მდე ლარს შეადგენს. ალდაგში მხოლოდ ინვენტარი და მარაგის ნაწილი იყო დაზღვეული, რომელიც კომპანიას სრულად (700 000 ლარამდე) აუნაზღაურდება.

„მოხარული ვართ, რომ ალდაგის მხარდაჭერით პანცილიონი შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მიყენებული ზიანი. ზოგადად ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია საწარმოო ინდუსტრიაში და მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე სექტორის ცნობადობაც დაზღვევის აუცილებლობის შესახებ იზრდება,“- განაცხადა ალდაგის დირექტორის მოადგილემ, თეონა კვიციანმა.

„ალდაგთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და სწრაფად წარიმართა. პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით პანცილიონმა ამ შემთხვევიდან მალევე აღადგინა წარმოების პროცესი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ჩვენი ვალდებულებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, რათა კომპანიამ შეძლოს რეაბილიტაცია და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება.“ - აცხადებს პანცილიონის კომერციული დირექტორი, მარიამ ბანცური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42