ქოთანში ჩარგული სხვისი კანაფის გამო დაკავებული მუსიკოსი, გიროგი სლოევი ციხეში შიმშილობის დაწყებას აპრიებს. ის წარგდენილ ბრალს აპროტესტებს და ამბობს, რომ 2 ძირი მარიხუანა, რის გამოც დააკავეს მას არ ეკუთვნოდა.
იგივეს ადასტურებს მეგობარი, გიორგი ჯიმშიაშვილი ვის სახლშიც მუსიკოსი დაკავების დროს იმყოფებოდა. სასამართლო პროცესი 13 ივლისსაა დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაათავისუფლებენ, ოჯახი აქციების გამართვას გეგმავს.
"13-ში თუ არ გამომიშვებენო მე დავიწყებ შიმშილობასო. აქციაზეც გავალ, პარლამენტამდეც წავალ, მე ყველგან წავალ, არ გავჩერდები, თუ საჭირო იქება, თავსაც მოვიკლავ, აღარ შემიძლია, მართლა აღარ შემიძლია...
მითხარით აბა, რა ქვეყანაა ეს? ანუ გვაიძულებენ რომ დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთ აქედან? რატომ, რის გამო? ამ 2 თვეში 20 კილო დაიკლო, აბა მითხარით რანაირად იქნება? დედებო, ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა გაამწარონ ჩვენი შვილები?",- ამბობს გიორგი სლოევის დედა.
მასალის გამოყენების პირობები