გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ “ექიმს ყველაზე მეტად მოეთხოვება სულგრძელობა და დათმენა”.
მისივე თქმით, ყველა პირობას თავად შეასრულებს, ოღონდ სხვების გარეშე.
“ცხოვრებაში მეც დამჭირვებია მიტევება, მაგრამ
ან არასდროს მპატიობდნენ, ან იმდენად გვიან, რომ წლები იყო გასული…
გაბრაზება და სამაგიეროს გადახდის სურვილი მაცდურია… ბევრად უფრო რთულია, საკუთარ თავში იპოვო ძალა და წყენის მიტევება შეძლო…
მივუტევოთ და მოგვეტევება… კვლავ მივუტევოთ და კვლავ მოგვეტევება…
დღეს რომ თავი მაღლა დავიჭირო, ხვალ შეიძლება თავად აღმოვჩნდე მძიმე განსაცდელში…
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რაც უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში, თავს მაღლა არასდროს ავწევდი და ისევ უბრალო ადამიანად
დავრჩებოდი… პირობა უნდა შევასრულო…
განა მე არ ვიცი, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილი გამიბრაზდეს? ვიცი… მაგრამ საკუთარ თავთან მართალი თუ არ ვიქნები, მე ვერ შევძლებ მშვიდად ცხოვრებას…
ექიმს ყველაზე მეტად მოეთხოვება სულგრძელობა და დათმენა…
არანაირი სარგებელი არ მქონია ამ ყველაფრიდან, არანაირი… გავა დრო და თავადაც დაინახავთ, რომ იმ ყველა პირობას ჩემით შევასრულებ, სხვების გარეშე”.- წერს გიორგი ღოღობერიძე.
მასალის გამოყენების პირობები