"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, აცხადბს რომ არ აპირებენ ნებისმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც თავად ამბობს ,რამდენიმე ჰომოფობიური განცხადება უკვე გაეპარათ და ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
"მოკლედ, მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას.
ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ბოლო ერთ კვირაში 2 ამგვარი რამ დღის განმავლოობაში მთავარის დღის და დილის მთავარში თითოჯერ გაგვეპარა. ეს განცხადებები საიტიდანაც და ფბდანაც მყისიერად იქნა აღებული.”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „ღირსების მარშის” გამართვას გეგმავენ, რასაც საპატრიარქო და მაღალი იერარქები დაუპირისპირდნენ.
ამასთან, 5 ივლისს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა კონტრაქცია დაგეგმეს.
მასალის გამოყენების პირობები