"მეგონა, ჩემი ცხოვრება დასრულებული იყო, არსებობას შვილებისთვის ვაგრძელებდი..” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
სოც.მედია - 12:22, 28 Jun, 2021     1525

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 42 წლის გახდა - მან იუბილე სეიშელის კუნძულზე აღნიშნა.

ჟორჟოლიანი წერს, რომ ბედნიერია და უყვარს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის.

"3-4 წლის წინ მივედი ნათია ფანჯიკიძესთან პირველად. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი, უფრო სწორად, არსებობას. ძალიან მძიმე დეპრესიას შეჭმული ჰქონდა ჩემი ბრძოლის უნარი,ოპტიმიზმი, ყველაფერი რაც მე მქონდა, როგორსაც თქვენ მიცნობთ.

ნათიას ვუხსნიდი, რომ ჩემი ნაოჭები მაწუხებდა, ასაკი მთრგუნავდა, არადა 36-37 წლის ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან დარწმუნებული, რომ ყველაფერი დასრულდა და უცებ მეკითხება: ,,ყვავილები გაქვს?” და გაოგნებულმა შევხედე. ,,ქოთნის ყვავილები” _დაამატა:

მიმიხვდა, რომ ვერაფერსაც ვერ მივუხვდი. მძულს ყვავილები-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ არ დანებდა.

მომიყვა,რამდენი ქოთანი აქვს აივანზე, როგორ ურთიერთობს მათთან, ჩიტებთან… მე ისეთი გაბრაზებული ვიყავი სამყაროზე და ის ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა…

ახლა უფრო მეტი ნაოჭით და უფრო მეტი ასაკით ვარ, ზუსტად ვიცი, ცხოვრებისგან რა მინდა, ვინ მინდა, რატომ მინდა… ახლა მესმის საკუთარი სხეულის, მესმის თქვენი და ვარ სრულ ჰარმონიაში…

იცოდეთ,მნიშვნელობა არ აქვს,რამდენი წლის ხართ, მთავარია საკუთარი თავის პოვნა და მერე ყველაფრით ტკბობა.რაც უნდა ცუდად იყოთ, სიტყვას გაძლევთ, ყველაფერი წინ გაქვთ და შეიძლება მთავარი ბედნიერებაც კი.

დღეს სახლში ბევრი ყვავილი მაქვს ქოთნით. ყველას თავისი ისტორია აქვს, მიზეზი ჩემთან ყოფნის. სიამოვნებას ისეთი წვრილმანები მანიჭებს, ადრე რომ ვერ ვამჩნევდი.

დღეს ჩემი დაბადების დღეა. ღმერთს ვთხოვ ძალას, ყველაფერი გავაკეთო ჩემივე ბედნიერებისთვის. დაჯი რომ არ აკლდეს, ჩავთვლიდი,რომ დამსახურებულად ბედნიერი ვარ” ,- წერს ჟორჟოლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42