ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კლინიკებმა მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ უნდა გამოიყენონ "ტოცილიზუმაბი“.
აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა და დაუპორისპირდა ცერცვაძეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძის პოტს "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონმა ცერცვაძემ ეს პოსტი დადო და თან „განიუსდა“. კარგია თუ ცუდი ეს წამალი, ახლა ამაზე არ ვსაუბრობ.
რას ვერ ვხვდები, იცით?! – მედიკამენტი გამოიყენეთ-ო, რომ წერს და „თაგავს“ კლინიკებსა და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია?!
ხომ არსებობს „გაიდლაინი“, შეიტანონ მკურნალობის „გაიდლაინში“ და დაურიგონ კლინიკებს.
სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების ასე საჯაროდ გამოქვეყნება რა სტანდარტია?!
წამლის სააგენტო სად არის?! ბიოსამედიცინო ეთიკა სად არის?!
„რემდესივირის“ რეკლამა არ გეყოთ?! შეგახსენებთ, რემდესივირი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო კოვიდსაწინააღმდეგო წამლების სიიდან!
ეს ქვეყანა როგორ იმართება?! … იმართება საერთოდ?! ყველაფერს აქვს საზღვარი", – წერს ფხაკაძე
მასალის გამოყენების პირობები