"ცდილობს სექსუალური კავშირი დაამყაროს მოდელებთან და როცა საწადელს ვერ აღწევს გადადის მათ განადგურებაზე"... – სალი ჩხიკვაძე ფოტოგრაფს ამხელს
სოც.მედია - 11:17, 28 Jun, 2021     4371

მოდელი სალი ჩხიკვაძე რანელი ფოტოგრაფის ჰუმან ზაჰედის შესახებ გამაფრთხილებელ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ფოტოგრაფი მოდელებს სექსუალურად ავიწროებს და მათივე ფოტოებით აშანტაჟებს.

სალის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო გამარჯობა, მინდა მოგიყვეთ ჩემი ნეგატიური გამოცდილების შესახებ. არსებობს ეგეთი ირანელი ფოტოგრაფი ჰუმან ზაჰედი, (Hooman Zahedi) რომელიც მოღვაწეობს თბილისში. რედისონში იყო გადაღება, ამ გადაღებაზე მომწერა სოფია გურეშიძემ, სამწუხაროდ არ ვკითხე თუ ვინ იქნებოდა ფოტოგრაფი და უკვე როცა მივედი დამხვდა ეს ბიჭი, რომელზეც გაგონილი მქონდა რომ ავიწროვებს მოდელებს სექსუალურად და აშანტაჟებს მათ ფოტოებით, მანამდე ჩემთვისაც ჰქონდა მოწერილი მაგრამ რომ შეხედა რომ არ გავდიოდი, ჩარია სოფია და მისი დახმარებით “მიმიტყუა” გადაღებაზე. მოგეხსენებათ საქართველოა და ამაზე აქამდე საჯაროდ არავინ ხმას არ იღებდა, მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩუმებას. საკუთარ ქვეყანაში მინდა თავს დაცულად ვგრძნობდე და ვიცოდე, რომ ირანელი ტურისტი ვერც ჩემი და ვერც სხვა ქართველი გოგოების შევიწროვებას ვერ შეძლებს, ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც ფიზიკურად.

გადამიღო ფოტოები რომლებსაც არ მიგზავნიდა, როცა ვთხოვე რომ გამოეგზავნა მითხრა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამომიგზავნიდა თუ მასთან ავიდოდი, მის პირად სახლში და გვიანობამდე დავრჩებოდი რადგან ბევრი ფოტო იყო და ამდენს ინტერნეტში ვერ გამოაგზავნიდა, რაც არის სისულელე რადგან ნებისმიერი ფოტოგრაფი ვისთანაც მიმუშავია ასე აკეთებდა და ამის სანაცვლოდ სახლში ასვლა და დამატებით შიშველი ფოტოსესია არავის მოუთხოვია. ამ ფოტოსესიაზე არ მივედი, რა თქმა უნდა, რადგან ეს ფოტოები მე ისედაც მეკუთვნოდა მასთან სახლში ასვლის გარეშეც. ამის შემდეგ მისგან წამოვიდა აგრესია ჩემი მისამართით და შემდეგ ბევრი მცდელობის შედეგად დამიბლოკა ინსტაგრამი. “სამაგიერო გადამიხადა”.

ეს ადამიანი არის პროფესიას ამოფარებული მანიაკიმოძალადე, რომელიც ცდილობს პროფესიის გამოყენებით დაამყაროს სექსუალური კავშირი მოდელებთან და როცა საწადელს ვერ აღწევს გადადის მათ განადგურებაზე და გამწარებაზე.

რატომ დავწერე ეს ყველაფერი, იმ ზიანს რაც მე მან მომაყენა უკვე ვეღარავინ აანაზღაურებს, მაგრამ უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს რომ საქართველოში აპირებენ ჩაატარონ “miss caucasus” სილამაზის კონკურსი, რომელსაც გეგმავს არაპროფესიონალების გუნდი სადაც ერთ-ერთი მთავარი პირი არის სწორედ ჰუმან ზაჰედი, მე თავს ვთვლი ვალდებულად რომ ყველა გოგო რომელიც ამ კონკურსის ქასთინგზე მივა წინასწარ იყოს გაფრთხილებული თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ თუ ამ ადამიანებთან ექნებათ შეხება (სოფია გურეშიძე, ჰუმან ზაჰედი) რადგან არ მინდა, რომ გოგონები რომლებიც იქ მივლენ იგივე გამოიარონ რაც მე გამოვიარე, შესაძლოა მივიდნენ არასრულწლოვნები, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავის დაცვა, ამიტომ გოგოებო გთხოვთ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ მოძალადე გუნდის შესახებ. ასევე გთხოვთ რომ დაარეპორტოთ მისი ინსტაგრამ გვერდი – HoomanZahedi” – წერს სალი ჩხიკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42