მშვილდოსანი
ეს ნიშანი არ იქნება მიმართული მატერიალური მიზნებისკენ, მაგრამ მას შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაუმართლოს სხვა ნიშნებთან შედარებით. ისინი გაბედნიერდებიან ფინანსური წარმატებით და მიაღწევენ ყველაფერს, რაც აქამდე სურდათ. მთავარია სწორად ფიქრი და ფულის რაციონული განკარგვა.
მერწყული
ის ახალი შესაძლებლობების ატმოსფეროში მოხვდება, მთავარია გამოავლინოს ცოტაოდენი გონებამახვილობა და სიჯიუტე. მერწყული შეძლებს, რომ მიზნებს სწრაფად მიაღწიოს, თუკი აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.
კურო
დიდი ცვლილებები კუროს გეგმებში არ შედის, მაგრამ მაინც შეძლებს ახალი მატერიალური წინსვლის მოპოვებას, მთავარია მეტად იაქტიუროს, იყოს კრეატიული და იმოქმედოს გონებით. ამ ნიშანს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი სურვილების.
მორიელი
მორიელის დასახული მიზნები საკმაოდ ეფექტურად მიღწევადია, ოღონდ იმ პირობით, თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენს სხვისი მოსაზრებების მიმართაც და მოუსმენს ახლობლებს. საქმეში პრინციპულობა, მიზანდასახულობა და თან ახლობლების მხარდაჭერა იდეალური კომბინაციაა, ასეთ დროს წარმატება გარანტირებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






