სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი და საინფორმაციო პლატფორმის, "ქალები საქართველოდან" ერთ-ერთი დამფუძნებელი, იდა ბახტურიძე ქალ პარლამენტარებს მიმართავს.
იგი ამბობს, რომ დროულად უნდა დაიწყოს სქესობრივი განათლების შეტანაზე და ბავშვების დაცვაზე რეალური მუშაობა:
"სქესობრივი განათლების საკითხზე როცა პირში წყალს აღარ ჩაიგუბებენ ხელისუფლებები და ამ თემას ცხელი ტაფასავით სულ ხელს გაუშვებენ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს ასე დაგვიანებულად გავიგებთ.
სქესობრივი განათლება აძლევს ბავშვს ინფორმაციას, რომლითაც ადრეული ეტაპიდან შეძლებს საფრთხის იდენტიფიცირებას და უმეტეს შემთხვევაში მოვახერხებთ მათ დაცვას. ისევ პარლამენტარი ქალების იმედი მაქვს, დროზე დავიწყოთ სქესობრივი განათლების შეტანაზე და ბავშვების დაცვაზე რეალური მუშაობა, პედოფილიის პრაქტიკა ყვავის ამ ქვეყანაში" - წერს იდა ბახტურიძე.
მასალის გამოყენების პირობები