იტალიაში დაკარგული ემიგრანტი იპოვეს – რას ყვება მისი და
საზოგადოება - 10:06, 27 Jun, 2021     1620

იტალიაში, ქალაქ ლეჩოში სამუშაოდ წასული 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ოჯახის ახლობლები და ნათესავები 20 ივნისიდან ეძებდნენ იპოვნეს.

თამარ მოსაშვილი ამბობს, რომ მისი ძმა ამჟამად ლეჩეს ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

"ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. ჩვენს შორის საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს საქართველოში დაბრუნდება. სულ ეს იყო რისი თქმაც მოასწრო, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა 20 ივნისის შემდეგ, თუმცა დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ", - ამბობს ქართველი ემიგრანტის და.

თემურ მოსაშვილი იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა, თუმცა მას მუშაობა არ დაუწყია და ამ პერიოდის განმავლობაში ლეჩეში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნერვიულობის ნიადაგზე მას ინსულტი განუვითარდა, საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მან კლინიკა თვითნებურად დატოვა. ამის შემდეგ ოჯახი მასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებდა. მათ დახმარებისთვის იტალიაში საქართველოს საკონსულოს მიმართეს. ძებნის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიციაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42