სუხიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
საზოგადოება - 15:46, 25 Jun, 2021     1139

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.

,,კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა დედაქალაქს ილიკო სუხიშვილის სახელობის სკვერის სახით, რომელიც დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ეს სკვერი პრაქტიკულად, განადგურებული იყო, არ იყო შემორჩენილი მწვანე ნარგავებიც. ახლა კი ეს კეთილმოწყობილი სივრცე ბულვარით დაუკავშირდება ახლომდებარე მეორე სკვერს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, ფანჩატური, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც - დაირგო სხვადასხვა სახეობის 1306 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.

დასრულებულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42