დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია – ბაია პატარაია სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე
სოც.მედია - 15:35, 25 Jun, 2021     5671

საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.

სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, ა. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას – ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.

დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.

მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.

გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.

სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ – ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან“, – წერს ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც მომხდარზე შსს-მ მამა შვილი დააკავა, დაკავებულებს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42