სულისშემძვრელია ისმინო, გულგაგლეჯილი დედა, ახლანდელ დროში როგორ აგრძელებს გარდაცვლილ შვილზე საუბარს – ტრაგედია ცნობილი პროფესორის ოჯახში
საზოგადოება - 12:50, 25 Jun, 2021     3902

ცნობილი პროფესორს, ჯემალ გაბელიას შვილიშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებენ. მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

„უფლის სამართალს ვერ განვიკითხავ, მაგრამ სიკეთე რომ დასჯადია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! კლდესა და ქვას გახეთქავს ის შემზარავი ტრაგედია, რაც ჩემი უახლოესი ადამიანების გაბელია-გოგიჩაიშვილების ოჯახებში დატრიალდა! 13 წლის ულამაზესი ნია საბედისწერო ბავშვური შეცდომის გამო ცის ანგელოზად იქცა… მთელი ღამე კოშმარში გავატარე, ცოცხლად სიკვდილს ნიშნავს მეგობრების შვილ-შვილიშვილის სიკვდილი, ნატვრას იმისას, რომ ნეტა შეგეძლოს, რომ ეს სიკვდილი გაუცვალო შენს საკუთარ სიკვდილში; სულის შემძვრელია ისმინო შოკირებული, გულგაგლეჯილი დედა, ახლანდელ დროში როგორ აგრძელებს გარდაცვლილ შვილზე საუბარს და პირდება, რომ ნიაკო უეჭველად გაემგზავრება გერმანიაში და იქნება ძლიერი კარდიო-ქირურგი!..როგორ ემუდარება ბაბუა ჯემალი შვილიშვილს მალე გაიყვანოს ამქვეყნიდან, ყველაფერში მისაბაძი ჩემი რუსო ბებო, ამ უდიდესი ტრაგედიის დროსაც ცხარე ცრემლით როგორ გოდებს, უხმაუროდ! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთი გლოვაც თუ არსებობდა, ასეთი ჩუმი და გაუბოროტებელი…

„სიტყვა ვერ დაიტევს თქვენ ნუგეშს, მაგრამ ირწმუნეთ, რომ ნიაკო არის დედამიწის ელჩი, ანგელოზად ცაში აყვანილი, რომელიც თქვენ ტკივილს, გაუსაძლისს, იქიდან უწამლებს, ხშირად მოფრინდება ღამ-ღამობით და ყველაზე მეტხანს დედის სარკმელთან შეყოვნდება, მერე აიკეცავს თავის პატარა ფრთებს, გამჩენელმა რომ შეასხა, ავა უფალთან და ღვთისმშობლის კალთაში მიდებს თავს! ყველა თქვენგანის საფიცარი გოგონას თავსასთუმალი აწ უკვე ღვთისმშობლის კალთაა… ღვთისმშობელს ეფერეთ. ძნელია ამ ყველაფრის გასიგრძეგანება, მაგრამ ასეა“.

„ადამიანის სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ქვეყნიდან ზეციურ საუფლოში ინაცვლებს, უზარმაზარ ტკივილს ტოვებს ახლობელთა გულებში….მაგრამ როდესაც საქმე ეხება პატარა ანგელოზის ზეციურ ანგელოზთა დასთან შეერთებას ეს ენით აღუწერელი ტკივილია…ასეთი ტკივილით დამუნჯებული დავდივართ მთელი დეპარტამენტი და სანუგეშებელი სიტყვები ვერ მოგვიძებნია….გამაგრდით კარგო ადამიანო….კარგო მამა და ბაბუავ…..გამაგრდით ბატონო ჯემალ….თქვენ ჭირდებით თქვენს ოჯახს…… ახლობლებს…… თქვენ ჭირდებით სამართლის დეპარტამენტს… შეგეწიოთ და გფარავდეთ უფალი“.

„ბ-ნო ჯემალ, სიტყვები არ მაქვს.. არ ვიცი, როგორ განუგეშოთ.. ეს ულამაზესი ფერია, პატარა ანგელოზი ზეცაში შეუერთდა ანგელოზთა დასს.. ჩვენ, ამ ქვეყნად, ალბათ ვერასოდეს გავიაზრებთ რატომ ხდება ასე.. ღმერთმა გაგაძლიეროთ“ – წერენ ახლობლები.

ცნობისთვის, ტრაგედია თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონა გადავარდნის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42