აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:10, 18 Dec, 2013     1529
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით
ნარმანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ
პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ბანკის მიერ დაფინანსებულ და მომავალში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
ADB-ის ურბანული პროექტების ექსპერტი ბერტრან გალუა დაინტერესდა პრიორიტეტებით, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობისთვის
გამოჰყოფდა.
მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები ბათუმის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელმაც ქალაქის წინაშე წლების განმავლობაში მდგარი პრობლემები უნდა მოაგვაროს. მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობასაც და კიდევ ერთხელ სთხოვა სტუმრებს, დააჩქარონ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ, - „ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზაა საქართველოში, შესაბამისად, იქ მაღალი სტანდარტების მაგისტრალის აშენება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ჩვენთვის, ასევე, პრიორიტეტულია ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშოების დროულად დაწყება, ვინაიდან წყალი აქტიურად რეცხავს ნაპირს. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ აზიის განვითარების ბანკისთვის ახალი პროექტების შეთავაზების მიმართულებითაც. ძირითადი აქცენტები, ამ შემთხვევაში, რეგიონებში ქალაქების ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე გაკეთდება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42