რკინიგზელების გაფიცვა ახალქალაქში
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:02, 18 Dec, 2013     1279
http://armenian-community.ge-ს ცნობით ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობაში ჩართული მუშები კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით გაიფიცნენ. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ მათ ორი წლის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. ხელფასის არგაცემის პასუხისმგებლობას მუშები აზერბაიჯანულ სამშენებლო ფირმებს „ფარეხ“ და „ჯი-ეს გრუპ“-ს აკისრებენ.

გაფიცულების თქმით ხელფასების დროულად გაცემის მოთხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს სამშენებლო კომპანიებისათვის, მაგრამ ამაოდ. ხელფასების გაცემის დაპირება კომპანიებმა დღემდე არ შეასრულეს. 50–მდე გაფიცულმა ეცადა მშენებარე რკინიგზის გადაკეტვა, მაგრამ სამართალდამცველებმა გაფიცულებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. დილით, როდესაც გაფიცულებთან ადგილობრივი მედია–საშუალებების წარმომადგენლები მივიდნენ, მუშებმა აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, საჯაროდ გამოთქმულ ამ მოთხოვნას მხოლოდ ერთი კომპანიის, „ფარეხ“-ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „ჯი ეს გრუპ“-მა კი გაფიცულებთან შესახვედრად საკუთარი წარმომადგენელი არ მიავლინა.

როგორც კომპანია „ფარეხ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა – მის კომპანიას ხელფასების გაცემასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან მუშები სამსახურში მეორე კომპანიამ– „ჯი ეს გრუპ“-მა აიყვანა და შესაბამისად
სწორედ ის არის იურიდიული დამსაქმებელი.

შევახსენებთ მკითხველს, რომ ბაქო–თბილისი–ყარსი რკინიგზის მშენებლობაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ასობით ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულებიდან 60–ზე მეტს ორი წლის განმავლობაში ხელფასი მიღებული არ აქვთ. გაფიცულების თქმით ისინი მანამდე გააგრძელებენ გაფიცვას, სანამ სამშენებლო კომპანია არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42