პუტინისტური ჯგუფები 5 ივლისს შეკრებას და ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებენ.
გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ლევან ვასაძის ერი, ქართული მარში, პუტინისტური მედია ალტ-ინფო და სხვა რადიკალური ჯგუფები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
"ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება.
გაითვალისწინონ, როგორც სახელმწიფომ ისე იმ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება".- თქვა ალტ-ინფოს წარმომადგენელმა, ზურა მახარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






